მე-5 ბ კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის თემა: ,,ადამიანი და ბუნება". მოსწავლეებმა შეაჯამეს ,,შვლის ნუკრის ნაამბობი" და ფ. ზალტენის ,,ბემბი". იმსჯელეს ამ ორ ნაწარმოებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე. მოსწავლეებს მოძიებული ჰქონდათ შესაბამისი ვიდეო მასალა.
პედაგოგი: შორენა ყირიმელი
2015 წლის 16 აპრილს მე-7 ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო"
საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა - პედაგოგი:მაგული სეხნიაშვილი
ისტორია - მარიკა ბატონისაშვილი
ხელოვნება - ეკა კოკოზაშვილი
გაკვეთილის მიზანი: მურმან ლებანიძის ლექსში წარმოდგენილი ფაქტებისა და მოვლენების შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან დაკავშირება.
* არგუმენტირებული მსჯელობა ძლიერი საქართველოს მიზეზებზე და მისი დაცემის შედეგებზე.
* პარალელის გავლება დღევანდელ საქართველოსთან.
No comments:
Post a Comment